logo
ENG



"ორი ლუზერის გაერთიანებით არაფერი შეიცვლება"- კალაძე ენმ-ის და ვაშაძის გაერთიანებაზე

21 ივლ 202312:38
3 წუთის საკითხავი
 
"ორი ლუზერის გაერთიანებით არაფერი შეიცვლება"- კალაძე ენმ-ის და ვაშაძის გაერთიანებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ისა და სტრატეგია აღმაშენებლის მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას ეხმაურება. ჟურნალისტებმა მას ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის გაერთიანების შეფასება სთხოვეს, კალაძემ კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს "ლუზერები" უწოდა.

"ზოგადად ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ოპოზიციის მხარესაა, ესაა ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ, რომ დაინახონ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები ან ანალიზს არ აკეთებენ. არ მინდა, სიღრმეებში შევიდე. ორი ლუზერის გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი ვერ შეიცვლება, არაფერი არ შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე"- თქვა კალაძემ. 

20 ივლისს, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.


close დახურვა